LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციონალური ინტელექტის ათი ნიშანი

468

ემოციონალური ინტელექტი ეწოდება ადამიანის უნარს აკონტროლოს საკუთარი ემოციები და ამოიცნოს სხვა ადამიანების მიზნები და სურვილები, ემოცია და მოტივაცია.

ემოციონალური ინტელექტის მცნება გაჩნდა როგორც ბუნებრივი რეაქცია ინტელექტის შეფასების ტრადიციული სისტემის უუნარობაზე, რომელსაც არ შეეძლო განესაზღვრა ადამიანის წარმატება ცხოვრებასა და კარიერაში. როგორც აღმოჩნდა, წარმატებული ადამიანი ეფექტურად მართავს საკუთარ ემოციებს და არანაკლებ ეფექტურად ურთიერთობს სხვა ადამიანებთან ემოციონალურ დონეზე.

ემოციის აღქმა
ემოციონალური ინტელექტის ეს სფერო პასუხს აგებს საკუთარი ემოციების იდენტიფიკაციასა და სხვა ადამიანების ემოციის (მიმიკით, ჟესტებით, გარეგნობით, სიარულის მანერით, ქცევით, ხმით) ამოცნობაზე.

ემოციის გამოყენება აზროვნების სტიმულაციისთვის
ეს ადამიანის ის უნარია (ძირითადად გაუცნობიერებლად), რომელიც იყენებს ემოციებს როგორც მოტივაციის ფაქტორს, ააქტიურებს აზროვნების პროცესს და კრეატიულობას.

ემოციის გაგება
ემოციონალური ინტელექტი ეხმარება ადამიანს განსაზღვროს სხვა ადამიანების ემოციების გაჩენის მიზეზი და მათი ცვალებადობა, გამოიცნოს კავშირი ემოციებსა და აზროვნებას შორის, ამოხსნას რთული და არაერთმნიშვნელოვანი გრძნობები და მოახდინოს მათი ინტერპრირება ურთიერთობაში.

ემოციების მართვა
განვითარებულ ემოციონალურ ინტელექტს შეუძლია საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების გამოწვევა და მათი მიმართვა დასახული მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, ემოციონალურ ინტელექტს აქვს უნარი გაითვალისწინოს სხვისი ემოციები ლოგიკური ჯაჭვის აწყობისას, სხვადასახვა ამოცანების ამოხსნისას, გადაწყვეტილების მიღებისას და საკუთარი მოქმედების არჩევისას.

გარშემომყოფების შთაგონება
პარტნიორის მოძებნა ემოციონალური თანასწორობის მიღწევის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაღალი ემოციონალური ინტელექტის მქონე ადამიანები როგორც წესი მყარ ურთიერთობებს ამყარებენ და ხშირად ქმნიან სიმბიოზს სხვა მაღალი ემოციონალური ინტელექტის მქონე ადამიანებთან.

ნებისყოფის ფოკუსირება
მიზნისა და ამოცანის მიღწევა შეუძლებელია ნებისყოფის ფოკუსირების გარეშე. ერთდროულად რამდენიმე მიზნის არსებობის სარგებელსა და ზიანზე ბევრს კამათობენ, თუმცა მთავარი აქ არა ამოცანების სიმრავლეა, არამედ მათი წარმატებით ამოხსნის უნარი.

ემოციონალური კრეატიულობა
ემოციონალური კრეატიულობა, რომელიც საფუძვლად ბრეინშტორმის ტექნიკა უდევს, მიიღწევა წამიერი ასოციაციის წარმოქმნის ხარჯზე და ეხმარება ადამიანს მაქსიმალურად დადებითი კონტაქტი დაამყაროს სხვა ადამიანებთან.

პერფექციონიზმის არარსებობა
პერფექციონიზმი თითქმის ყოველთვის ხდება იმედგაცრუებისა და ემოციონალური დისტრესის მიზეზი და აიძულებს ადამიანს გადაიტანოს დანაშაულის გრძნობა გარშემომყოფებზე, რადგან ისინი როგორც წესი არასდროს პასუხობენ მის მაღალ მოთხოვნებს.

ცნობისმოყვარეობა
ემოციონალური ინტელექტი საუკეთესო საშუალებაა იმ რთული და მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც საკუთარ თავში რამდენიმე ადამიანის იდეას აერთიანებს.

დინამიურობა და ვოლატიურობა
მოდუნებას და უსაფრთხოების შეგრძნებას, განსაკუთრებით მუდმივი ინტელექტუარული მუშაობის პარალელურად, შეუძლია გამოიწვიოს ემოციონალური ფონის არასტაბილურობა და გაართულოს კომუნიკაცია. ემოციონალური ინტელექტის ძლიერ კატალიზატორად შეიძლება იქცეს მძაფრი შეგრძნებები, სადაც მთავარი არა ადამიანის ინტელექტია, არამედ სწრაფად რეაგირების უნარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები