LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური ბუ: გიორგი ცინცაძე ნაკრებიდან არ წავა

424

საქართვლოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ პირველ არხზე, გადაცემა „საკალათბურთო მიმოხილვაში“ განაცხადა, რომ გიორგი ცინცაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო.

„მე ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ ცინცაძის საკითხი არის სულ სხვა თემა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ცინცაძემ ეს განცხადება გააკეთა ემოციურ ფონზე. რამდენჯერმე გვქონდა თხოვნა გულშემატკივრების მიმართ, რომ ტურნირის მიმდინარეობისას ამ მძიმე პერიოდისას თავი შეეკავებინათ „მეგობრული შეფასებებისგან“. გიორგიმ ისეთი ჯანმრთელობით ითამაშა ტურნირი, რომ მას ფაქტიურად ცალი ფეხი უმოქმედო ჰქონდა. თუმცა, მაქსიმუმი დადო იმისთვის, რომ გუნდს კიდევ ერთი დანაკლისი არ ჰქონდა. გიორგი ალბათ დაწყნარდება, გაანალიზებს ყველაფერს და მე მგონია, რომ მას აქვს ძალა, ენერგია და ოსტატობა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ემსახუროს ნაკრებს“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევრობასკეტის“ დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ დატოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები