LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Emotions are Georgia – ახალი კამპანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან

105

Emotions are Georgia – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2017 წელს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიამ აქტიური ზრდა განაგრძო , 2017-ში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,182,534 -ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 7 მილიონს.

”2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს 7,902,509- ს მიაღწია ( +17,6%). საქართველო სტუმარ -მასპინძლობის უნიკალური ფენომენის მქონე ქვეყანაა. სწორედ ამ ფენომენის, უნიკალური ბუნების, კულინარიის, ქართული ღვინის, გართობის, 4-სეზონიანი კურორტების წყალობით, ტურისტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან სამშობლოში.

თითოეული ეს შთაბეჭდილება გააზიარეს ტურისტებმა სოციალურ ქსელებში. 7 მილიონი ვიზიტორის მიერ სოციალურ ქსელებში გაბნეული ეს ემოციები ერთად შეგროვდა და პირველად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველოს ციფრული გზამკვლევი შეიქმნა.

Emotions are georgia – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა. კამპანია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ვებგვერდი, ვიდეორგოლი, წიგნი, გარე რეკლამა.

ვებგვერდის აღწერა: ტურისტებს შესაძლებელობა ექნებათ, დააგენერირონ მათ ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზირებული, ქვეყნის გზამკვლევი. ასევე, მათი კონტრიბუციის პოსტის სახით ნახვის.

ვიდეორგოლის აღწერა: ვიდეორგოლი შედგება ორი ნაწილისგან, პირველ ნაწილში შერჩეული პოსტების მეშვეობით ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვიდეოს ახმოვანებენ თავად პოსტის ავტორები. მეორე ნაწილში, კი დამატებულია გრაფიკული ელემენტი, რომელიც აღწერს ამ პოსტების შეგროვების და ანალიზის მეთოდს და მოუწოდებს მაყურებელს თავისი გზამკვლევის დაგენერებისკენ.

წიგნი : შეიქმნა 3 წიგნი – ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ისტორია და კულტურა.

კამპანია სრულად აგებულია ტურისტების შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე საქართველოში მოგზაურობისას.

Emotions are Georgia-ს პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. განთავსდა სპეციალური ინტერაქტიული სტენდი, სადაც გამოიფინა წიგნები და ინფორმაცია პროექტის შესახებ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარ ინტერესზე მორგებული პერსონალური ციფრული გზამკვლევი შეედგინათ და დაეთვალიერებინათ”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები