LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა

86

ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტში დღეს სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. დეპუტატებს შორის დაპირისპირება  ანგარიშის დახურვის საკითხზე მსჯელობამ გამოიწვია.

ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, რადგან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა- ამ კონტექსტში მან გიგა ბოკერიაზე მიუთითა. კვიციანის განცხადებას ბოკერიას მხრიდან შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა. კვიციანმა სცადა, ბოკერიასთან მისულიყო, თუმცა მანდატურის სამსახურმა საშუალება არ მისცა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები