LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდრიუ გარფილდს თავისი განცხადების განმარტება მოუწია

244

დაახლოებით ორი კვირის წინ, დასავლური მედია აჭრელდა ენდრიუ გარფილდის განცხადებით, სადაც ის თავის ახალ როლზე საუბრობდა და რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია ფიზიკური კონტაქტის გარეშე.

საზოგადოების მღელვარების პირველი ტალღა მალევე წამოვიდა და მსახიობმა განმარტა, რომ დარწმუნებულია საკუთარ ორიენტაციაში და აღნიშნული კომენტარი მან უბრალოდ როლიდან გამომდინარე გააკეთა.

ამჯერად კი მას კიდევ უფრო მკაფიო განმარტების გაკეთება მოუწია: „ბუნებრივია, არავის გაღიზიანება არ მიცდია. ჩემს სპექტაკლზე და ახალ როლზე ვლაპარაკობდით და გადმოვეცი, რასაც იმ წუთას ვგრძნობდი. ჩემი ერთადერთი მიზანია, არტადიციული ორიენტაციის ხალხთან ერთად, სამყარო უკეთესი გავხადო. მინდა, ეს როლი იმდენად კარგად შევასრულო, რამდენადაც ძალა შემწევს“.

ტონი კუშნერის ორმოქმედებიანი სპექტაკლი „ამერიკის ანგელოზები“ აშშ-ში შიდსის ეპიდემიის დასაწყისს გადმოსცემს. გარფილდი კი ებრაელი მამაკაცის როლს ასრულებს, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის არის.

http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-4709730/Andrew-Garfield-s-gay-man-comment-context.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები