LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენძელა მაჭავარიანი პირობას დებს, რომ გამოასწორებს რბილ “ლ”-ს და იმიჯზეც იმუშავებს

209

ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ საკუთარ იმიჯსა და მეტყველებაზე აუცილებლად იმუშავებს, პარლამენტის წევრმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში განაცხადა.

„პირობას ვდებ, რომ ჩემს რბილ „ლას“-ს გამოვასწორებ, იმიჯზეც ვიმუშავებ, მაგრამ ამას გავაკეთებ იმ ადამიანების პრობლემებზე მუშაობის შემდეგ, ვინც ამ წუთებში, როდესაც ჩვენ სიცხეს თავს კონდიციონერებთან ვაფარებთ, დგანან ფეროშენადნობ ღუმელებთან, მაღაროებში… ეს ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ, როგორ გამოვიყურებით და რა ბგერას ვამახინჯებთ, ჩემთვისაც მთავარია, რომ მათი პრობლემები იყოს მთავარი და აქტუალური და ჩემი ყოფნა პარლამენტში გახდეს იმის საფუძველი, რომ რაღაცით ერთ ადამიანს, ან ერთ სეგმენტს მაინც შევუცვალო ის მდგომარეობა, რომელიც დღეს აქვს,“  – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები