LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალი გადამცემი ხაზი ააშენა

47

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ფოთში, ახალი, 110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ააშენა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ხაზის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფოთის, გრიგოლეთისა და შეკვეთილის საკურორტო ზონების ენერგომომარაგება. ხაზი აგრეთვე ელექტროენერგიით ამარაგებს ფოთის პორტს და ფოთში არსებულ ახალ საწარმოებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, კომპანიამ გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის 1 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა 1960 წელს აშენებული, ამორტიზირებული მაღალი ძაბვის ხაზი „ჭალადიდი“ ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები