LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ენერგო-პრო” რეორგანიზაციის შედეგად გაიყოფა

45

„ენერგო პრო ჯორჯია“ 2 ნაწილად გაიყოფა – კომპანიაში რეორგანიზაცია დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” ”ენერგო-პრო” ჯორჯიაში განუცხადეს, ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, კომპანიის ერთი ნაწილი გენერაციის აქტივების მფლობელი გახდება და კანონში შესაბამისი პროცედურებით ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიას მოიპოვებს, მეორე კი – ელექტრონერგიის სადისტრიბუციო საქმიანობას გააგრძელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ  რეორგანიზაციის დაწყება  მოსალოდნელ საკანონდებლო ცვლილებას უკავშირებს, რომელიც დაავალდებულებს საქართველოში მოქმედ კომპანიებს ელექტროენერგიის დისტრიბუციისა და გენერაციის აქტივების გამიჯვნას.

ენერგოსისტემაში დისტრიბუციისა და გენერაციის აქტივების გამიჯვნას ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ითხოვს.

ამ ეტაპზე „ენერგო პრო ჯორჯია“ საქართველოში  15 ჰიდრო და 1 ბუნებრივი აირის ელექტრსადგურს ფლობს.

ცნობისთვის, კომპანია  ბაზარზე 2007 წლიდანაა წარმოდგენილი.  ”ენერგო–პრო ჯორჯია” ჩეხური ”ენერგო–პრო ეი–ეს”-ის შვილობილი კომპანიაა და ”ენერგო–პრო ჯგუფის”  სრულფასოვანი წევრი. ”ენერგო–პრო ჯგუფი” კი აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთში, ბულგარეთში, საქართველოსა  და თურქეთში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები