LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენერგო-პრომ” რესურსების მართვის შვედური სისტემა დანერგა

88

„ენერგო-პრო ჯორჯიამ” რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა. კომპანიამ რესურსების მართვის შვედური ონლაინ სისტემის, IFS-ის დანერგვა დაასრულა.

”ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, IFS-ის მეშვეობით კომპანია შეძლებს ეფექტურად მართოს არსებული რესურსები, რომლებიც მოიცავს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ტექნიკურ, პროექტების მართვის და სხვა მოდულებს. აღნიშნული ახალი სისტემით კომპანიას ექნება შესაძლებლობა ფლობდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესახებ, აწარმოოს დეტალური ანგარიში და აღრიცხვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაგეგმოს მომავალი პროექტები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

მათივე ცნობით, IFS ერთ-ერთი პოპულარული მართვის სისტემაა ევროპაში და რეიტინგებით, საშუალო ზომის კომპანიებისთვის შედის პირველ სამეულში. „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სრულად დანერგა აღნიშნული მართვის სისტემა. დანერგვის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა IFS-ის პოლონური ოფისი, რომლის წარმომადგენლებმაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალისტებს კომპანიის სათაო ოფისში, თბილისში ჩაუტარეს შესაბამისი ტრეინინგები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები