LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგორეგულაციებზე მუშაობას წლის პირველ ნახევარში დავასრულებთ – პრემიერი

85

პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული შეხვედრები ჰქონდათ. მისივე თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი ქვეყნის წარმოჩენისთვის კარგი შესაძლებლობაა.

„პოლიტიკური შეხვედრებიდან მინდა, გამოვყო ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც საუბარი გვქონდა ენერგოტრანზიტის პროექტებზე, ასევე პროექტებზე, რომლებიც  სხვადასხვა საკითხს ითვალისწინებს, მაგალითად, როგორიც არის კასპიის რეგიონიდან ახალი გაზის ტრანზიტის პროექტები და პერსპექტივები. საუბარი გვქონდა ენერგოკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი ახალი ენერგორეგულაციებისა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და წლის პირველ ნახევარში დავასრულებთ მუშაობას.

შევხვდით აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ასევე ყირგიზეთის პრემიერმინისტრს, ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრები იყო,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები