LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენფილდზე იუნაიტედის ფანი შეიპარა: გიგზი და ფერდინანდი ლივერპულში სამუდამოდ გამაგრდნენ (ფოტო)

82

მშენებელმა, რომელიც ”მანჩესტერ იუნაიტედს” გულშემატკივრობს, ”ენფილდის” ფანების ტრიბუნაზე რაიან გიგზის და რიო ფერდინანდის ფიგურები დატოვა.
გულშემატკივარი, რომელმაც ვინაობა არ გაამჟღავნა, მოსისხლე ”ლივერპულის” არენის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა.

”ვიფიქრე, რომ ასეთი რამ ”მანჩესტერის” დახმარების კარგი მეთოდია. ეს მხოლოდ გულიანი ხუმრობაა. გადავწყვიტე სტადიონზე ჩემი კვალი დამეტოვებინა. მქონდა გიგზის და რიოს ფიგურები. მათ ორივეს გაუტანია ”ენფილდზე”. ცუდი არ იქნებოდა მათთვის კარგი ხედი შემექმნა”, – ციტირებს ქომაგის ნათქვამს The Mirror.

ფანმა სტადიონის სახურავზე ”იუნაიტედის” მაისური დატოვა, ხოლო ფიგურები ერთ-ერთ კოლონაზე დაამაგრა.

”ლივერპულმა” დაახლოებით 260 მილიონი ევრო დახარჯა სტადიონის ტევადობის გასაზრდელად (45 500-დან 54 000-მდე).

ენფილდზე ”ლივერპულისა და ”მანჩესტერის” ორშაბათის დაპირისპირება ნულოვანი ფრით დასრულდა.

 

cu96f2mwcaaaxcu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები