LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესი 2019 წლიდან გაჩერდება

41

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის თებერვლიდან ივნისამდე “ენგურჰესის” გაჩერება იგეგმება, – ამის შესახებ “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თამჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხდა. მისივე განცხადებით, გვირაბის რემონტზე გამოყოფილია დაახლოებით, 18 მილიონი ლარი.

“ახლა მიდის დაზუსტება პროექტის და სატენდერო სპეციფიკაციების მომზადება და უფრო კონკრეტული თანხა ცნობილი იქნება 2018 წლის სექტემბრისთვის”, – განაცხადა მებონიამ.

რაც შეეხება საინვესტიციო გეგმას, ლევან მებონიას განცხადებით, ეს მოიცავს გვირაბის რემონტს და ძირითადი მოწყობილობების შეცვლას, ასევე ლამის ამოღების საკითხებს წყალსაცავიდან კაშხლის აუზში. მებონიას განმარტებით, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აისახება ტარიფზე, მაგრამ დიდად – არა.

რაც შეეხება აფხაზეთის გამრიცხველიანებას, ლევან მებონიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აფხაზური მხარეც დაინტერესებულია ამ საკითხის გადაწყვეტით.

“მოლაპარაკებები მიდის იმაზე, რომ დაიწყოს გამრიცხველიანება და ჩვენ დავეხმარებით ტექნიკურ საკითხში, პროექტების შეფასებაში და ა.შ. რამდენიმე შეხვედრა უკვე იყო, ეს გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ რაღაც პროგრესი გვექნება, თუმცა არ არის მარტივი საკითხი”, – განაცხადა ლევან მებონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები