LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენგურჰესი“ სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება

95

„ენგურჰესი“ სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება. არსებული ინფორმაციით, ხუთშაბათს გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, დღეს კიდევ – ერთი, საღამოს კი მე-4 აგრეგატიც ჩაირთვება და ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა სრულად აღდგება.

შეგახსენებთ, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა. ამან გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დეფიციტის შევსება იმპორტით მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები