LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესთან დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოწვა

95

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები