LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესზე ტურისტული სივრცე მოეწყობა

87

ენგურის კაშხლის მიმდებარედ უახლოეს მომავალში, ტურისტულად მიმზიდველი კულტურული ქსელის მოწყობა იგეგმება, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ კულტურისა და ენერგეტიკის მინისტრებს, რომლებიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე იმყოფებოდნენ, ძეგლის განვითარების კონცეფცია წარუდგინა.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კონცეფცია ესტონელი ექსპერტების – ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.
მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის დიდი ნაწილი აფხაზეთის მხარეს ეკუთვნის, რაც შესაბამისი დიალოგის შედეგად, შესაძლოა საერთო მსჯელობის საგანი გახდეს – სათანადო კეთილმოწყობისა და დოკუმენტალურადმ ომზადების შემთხვევაში, ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი UNESCO- სმსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები