LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონეს თვითმფრინავი ბათუმში დაეშვა

93

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ენიო მორიკონეს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ახლახანს დაეშვა.

კომპოზიტორი და მისი გუნდის წევრები, შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფისკენ მიემართებიან. გუნდის ნაწილი უკვე სასტუმროშია დაბინავებული. დღეს მათ დასვენების დღე ექნებათ, ხოლო ხვალ, BLACK SEA ARENA-ს სცენაზე გენერალურ რეპეტიციას გამართავენ.

კომპოზიტორი საუნდჩეკს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრებსა და თბილისის ოპერის გუნდის წევრებთან ერთად გაივლის.

შეგახსენებთ, რომ BLACK SEA ARENA-ზე ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის კონცერტი 19 მაისსაა დაგეგმილი. ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, თუმცა ჯერ კიდევ არის დაგეგმილი გარკვეული რაოდენობა, რომლის შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტისთვის თვითმფრინავისა და მატარებლების სპეც. რეისებია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები