LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტებს უნდობლობას უცხადებს

47

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს უნდობლობას უცხადებს.

ამის შესახებ პარტიის წევრებმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადეს.

რომან გოცირიძის თქმით, საბიუჯეტო ინფორმაციით მანიპულაციასთან გვაქვს საქმე.

გარდა ამისა, გოცირიძემ დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პასუხგაუცემელი წერილებიც შეახსენა, მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სამინისტროდან მონაცემების დაზუსტების მიზნით გამოთხოვილი ინფორმაცია დადგენილ ვადებში ვერ მიიღო.

ჩვენ გაძლევთ ვადას სამშაბათამდე, თუ არ მოგვაწოდებთ ინფორმაციას, ოთხშაბათს პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება და კანონით დადგენილ ყველა ზომას მივმართავთ, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, ბრალდებებს არ ეთანხმება. ის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს და “ნაციონალურ მოძრაობას” წერილთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას დაჰპირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები