„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს. ათამდე პირის დაკავებაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.
საკრებულოს შენობასთან გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.