LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის ლიდერები საკრებულოში საკუთარ ფრაქციას არ ენდობიან? – ზაქარია ქუცნაშვილი

36

“როცა საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას ის პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს, რომელსაც საკრებულოში აქვს ფრაქცია, ისმის ლოგიკური კითხვა – არ ენდობიან საკუთარ ფრაქციას?” – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, საკრებულოს შენობის წინ გუშინდელი მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის წევრს აქვს ყველგან დაუბრკოლებლად შესვლის უფლება, მაგრამ არ აქვს საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის უფლება. მისი შეფასებით, საკრებულოს წინ გუშინ თინა ბოკუჩავას საქციელი დეპუტატისთვის შეუფერებელი იყო.

“ფრაქცია ვერ დასვამს იმ კითხვებს, რაც მათ აინტერესებთ. თუ მიგაჩნია, რომ რადგან დეპუტატი ხარ, ამის გამო ტრიბუნასთან უნდა მივარდე და წამყვანს მიკროფონი გამოსტაცო?! მაშინ განაცხადონ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ფრაქციას არ ენდობა,”,  – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები