LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-მ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

61

”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ხელმოწერებს დღეს ორ ლოკაციაზე, ავლაბრის მეტროსთან და ბუკიას ბაღთან აგროვებენ.

როგორც ენმ-ის ლიდერები აცხადებენ,  ხელმოწერების შეგროვების კამპანია ფართომასშტაბიანი იქნება და მოიცავს ყველა ქალაქს და ყველა რაიონულ ცენტრს.

”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაანონსა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერები შეგროვდება თბილისის ყველა მეტროსთან, ყველა პატარა ქალაქში, რაიონულ ცენტრში, ყველა ოჯახში მივალთ და ადამიანები მოაწერენ ხელს. ჩვენი მთავარი მოკავშირე იქნება ქართველი ხალხი და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებას ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ესმოდეთ. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის, ამ ადამიანების მობილიზაცია მოხდება და მათი ხელმოწერები შეგროვდება,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები