LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ პარლამენტში ხანძრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

45

„ბოლო პერიოდში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს,“  – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა“ სტიქიის შემთხვევებთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესის დაწყებას მოითხოვს.

კრიზისის დაძლევის შემდეგ უნდა დაიწყოს პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესი, რომელიც შეისწავლის, ერთი მხრივ, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება ხანძარზე და, ამავე დროს, შეისწავლის ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო შესაძლებლობები. ხელისუფლება ვალდებულია, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. დღევანდელ უმრავლესობას ვურჩევდი, თავად იაქტიუროს ამ მიმართულებით, რადგან, თუკი ეს შეკითხვები დარჩა პასუხგაუცემელი, ძალიან ცუდად დაუბრუნდება თავად ხელისუფლებას,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები