LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენმ”-ს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, სხდომათა დარბაზთან, შელაპარაკება მოხდა

94

საკრებულოსთან დაკავებული ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების სასამართლო პროცესის დაწყებას წინ, სხდომათა დარბაზთან, ხმაური უძღოდა. დარბაზთან შეკრებილები დარბაზში შეშვებას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ მანდატურის სამსახური არ აძლევდა.

შელაპარაკება მანდატურის თანამშრომლებსა და ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ, დეპუტატ თინა ბოკუჩავას შორისაც მოხდა. ბოკუჩავას ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას ხელი ჰკრეს და დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა სცადეს.

საბოლოოდ სხდომათა დარბაზში რამდენიმე დამსწრე შეუშვეს და ინციდენტი ამით ამოიწურა.