LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ს დროს, საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და ახალი ყუთი მოჰქონდათ – მამუკა მდინარაძე

88

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე-60 საარჩევნო უბანზე არჩევნები შემდეგნაირად ტარდებოდა: საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და შემდეგ ახალი ყუთი მოჰქონდათ,” – ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მდინარაძის თქმით, თუკი 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თუ  „ნაციონალური მოძრაობაი“ მხოლოდ რამდენიმე ერთეულ დარღვევაზე საუბრობს, ეს მიანიშნებს, რომ არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა.

„კონკრეტულ შემთხვევებზე იმის თქმა, რომ დარღვევები იყო სისტემური, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველა დარღვევა ყურადღების მიქცევას საჭიროებს. მაგრამ თუკი 21 ოქტომბრის შემდეგ სხვა დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, ეს მიანიშნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა,”- განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ორჯერ მიცემულ ხმას, კარუსელს, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას. დეკანოიძემ დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები