LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

33

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტში იბარებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის, განცხადებით, საგარეო უწყებამ დეტალურად უნდა განმარტოს, რა მოხდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. შეუძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველ გვერდზე არსებული წარწერა, რომ ამ პასპორტის მესაკუთრეს იცავს საქართველოს სახელმწიფო, უკვე ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართული მხარის გულგრილობა უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქეების მიმართ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციით გააპროტესტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები