LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენობრივი სიახლოვე: ბებერი რონალდოს გოლები და რეკორდები

42

მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი დაუვიწყარი მატჩი უკვე შედგა: ესპანეთი – პორტუგალია: 3:3. პორტუგალიის მხრიდან სამივე გოლი რონალდომ გაიტანა.

კრიშტიანო რონალდო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.
კრიშტიანომ სამი გოლი 33 წლის და 130 დღის ასაკში შეაგდო.
აქამდე ეს რეკორდი ჰოლანდიელ რობ რენსენბრინკს ეკუთვნოდა – 30 წელი და 336 დღე (1978 წ).
სხვათა შორის, ესპანეთთან ერთ მატჩში რონალდომ იმდენივე გაიტანა, რამდენიც წინა სამ მუნდიალზე ერთად აღებული.

რონალდომ ამ სამიდან ერთი ჯარიმით შეაგდო. ეს მის კარიერაში გატანილი 53 გოლია საჯარიმოდან: 13- “მანჩესტერში”, 32 – “რეალში” და 8 – ნაკრებში.

ახლა კრიშტიანოს ნაკრებში 84 გოლი აქვს გატანილი. ის ფერენც პუშკაშს დაეწია და ახლა მეორეა ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით.

 

კრიშტიანო რონალდო მეოთხე ფეხბურთია ისტორიაში, რომელსაც ოთხ სხვადასხვა მუნდიალზე გაუტანია.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი შეურთდა პელეს (ბრაზილია), უვე ზეელერს (გერმანია) და მიროსლავ კლოზეს (გემანია).
რონალდოს წინა – 2006, 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე თითო-თითო გოლი აქვს გატანილი.

 

 

ესპანეთი და პორტუგალია პირენეის ნახევარკუნძულზე მეზობლები არიან. მათ აქვთ კულტურის და ენის სიახლოვე. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სოჭის სტადიონზე ესპანურ-პორტუგალიური წყვილი ენის სიახლოვის დემონსტრირებას ახდენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები