LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ENPARD III–ს ფარგლებში საქართველო 80 მლნ ევროს მიიღებს

93

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD III ფაზის მატრიცის (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

განხილვას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგატები და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ENPARD III  პროგრამის ფარგლებში  საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ  დახმარების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ENPARD III პროექტის ფარგლებში, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 80 მლნ ევრომდე  საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დახმარების შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები