LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი დელანოი: საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს

40

პირველი ინდიკატორები აჩვენებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა ეკონომიკა დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დელანოიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან  შეხვედრის შემდეგ.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობისა და არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფონდის პროგრამა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ფონდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები თანამიმდევრულად, ყოველგვარი ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება, რაც სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა.

როგორც იცით, სსფ-ს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 3.5% უნდა გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები