LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპატაჟური ლეიდი გაგა ქართველი დიზაინერის კაბაში (ფოტო)

174

ლეიდი გაგასგან ეპატაჟურობა არავის უკვირს, თუმცა, მომღერალი მაინც ახერხებს საზოგადოების გაოცებას. ამჯერად „გრემის“ მფლობელი მომღერალი  მაშინ გადაიღეს, როცა ის ერთ-ერთი კოქტეილის ბარიდან გამოდიოდა. მომღერალს ლურჯი ფერის ტყავის კაბა ეცვა, რომელიც ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

შეგახსენებთ, რომ  ლედი გაგასთვის ეს ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ მუსიკოსი ავთანდილ ცქვიტინიძის კაბაშიც ვიხილეთ.

ეპატაჟური ვარცხნილობითა და საქციელით კი კვლავ გამოცემების მთავარი გმირი გახდა. გაგამ ბარი ახალ ბოიფრენდთან, კრისტიან კარინოსთან ერთად დატოვა.

ამავე დღეს, ცოტა ხნით ადრე, ფოტოგრაფებმა მომღერალი ლეოპარდის უცნაური ფორმის ქურქითაც გადაიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები