LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ბევრი წყალი ჯანმრთელობისთვის საშიშია

116

59 წლის ქალი წყლის გადაჭარბებული დოზით ლონდონის  King’s College-ის ჰოსპიტალში მოათავსეს. ქალის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის კლინიკაში საშარდე გზების მძიმე ინფექციით მოათავსეს.

ექიმების განცხადებით ქალი ყოველდღიურად დიდი ოდენობით წყალს სვამდა. როგორ პაციენტი აღნიშნავს, ის ექიმის რეკომენდაციას მისდევდა და ყოველ 30 წუთში 1 ჭიქა წყალს სვამდა. ამან კი მისი ორგანიზმიდან მარილი გამოდევნა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო. წყლის მიღებიდან რამდენიმე დღეში პაციენტს ღებინება, თავის ტკივილები და თავბრუსხვევა დაეწყო. ის დროულად გადაიყვანეს კლინიკაში. ექიმების თქმით, მდგომარეობა, შესაძლოა, ტვინის შეშუპებითა და გარდაცვალებითაც კი დასრულებულიყო.

ჟურნალ BMJ Case Reports-ის კვლევაში ნათქვამია, რომ დიდი ოდენობით წყალი უკუჩვენებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ორგანიზმში მარილის დაბალი შემცველობა აქვთ.

ექიმები ლორა კრისტინ ლი და მერიენ ნოროჰა ამბობენ, რომ წყლის დღიური დოზა ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები