LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შიშობენ

86

სოციალური ქსელების მომხმარებლების უმეტესობისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების განხილვა ყველაზე საყვარელი საქმეა. როდესაც საქმე ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ეხება, ინტერნეტში უამრავი ჭორი იყრის თავს და ძნელია გარკვევა, რომელი ამბავი შეესაბამება სიმართლეს.

ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედია და სოცქსელების მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ქეით მიდლტონი ორსულად იყო და დამამტკიცებელ საბუთად მისი კაბების სტილი მოჰყავდათ. უკვე რამდენიმე თვე გავიდა ინფორმაციის გავრცელებიდან, ქეითის მუცელი კი ზომაში არ გაზრდილა.

სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ქეითსა და უილიამს მესამე შვილის გაჩენა სურთ, თუმცა მანამდე საჭიროა, მიდლტონმა წონაში მოიმატოს. ახლა ქეითს სხეულის მასის დეფიციტი აქვს, რამაც, შესაძლოა, მის ორსულობას საფრთხე შეუქმნას.

ინფორმატორების თქმით, სამეფო ოჯახისა და საზოგადოების ზეწოლის გამო მეორე მშობიარობის შემდეგ ქეითმა წონაში ისე დაიკლო, რომ საკუთარ ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე.

„ქეითი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის ქმრისა და მისი ოჯახის მხრიდან, ეს კი ოჯახურ კონფლიქტს აღვივებს. ასეთ სიტუაციაში მისთვის დაორსულება რთული იქნება,“ – ამბობს ინფორმატორი.

940x1347_0xc0a839a4_8440464111465397420-620x888

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები