LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებმა ქალის თვალში 27 ლინზა აღმოაჩინეს

128

ბრიტანეთში ექიმებმა 67 წლის ქალის თვალში, კატარაქტას ოპერაციის დროს, 27 ლინზა აღმოაჩინეს.

როგორც СNN იუწყება, ქალს მხოლოდ თვალის სიმშრალე აწუხებდა. მაგრამ ექიმებმა მისი გასინჯვის დროს აღმოაჩინეს, რომ ქალის თვალში 27 ლინზა ლურჯ მასას ქმნიდა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ქალს, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარდა.

“ეს გამაოგნებელია. მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია”, – განაცხადეს ქირურგებმა, რომლებმაც ქალს ლინზები თვალიდან წარმატებით ამოუღეს.

რამდენი ხანი გროვდებოდა ეს ლინზები ქალის თვალში უცნობია. როგორც მან ექიმებს უთხრა, კონტაქტურ ლინზებს 35 წლის განმავლობაში ატარებდა, თუმცა ზოგჯერ, როდესაც ლინზების ამოღებას ცდილობდა, ვერ პოულობდა მათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები