LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებმა რომ ზურაბიშვილს თანხა ჩაურიცხეს მედიიდან გავიგე, მათი პირადი გადაწყვეტილება იყო – დავით სერგეენკო

98

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანხა შესწირა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს.

„იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები