LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ბერეზოვსკაია: რა საფრთხეს უქმნიან ორსულებს შინაური ცხოველები

368

ცნობილი უკრაინელი ექიმი, მეანგინეკოლოგი, ჯანმრთელი ცხოვრების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, ელენა ბერეზოვსკაია ორსულობას მორიგ ბლოგს უძღვნის. ამჯერად მისი თემა ორსულებისა და შინაური ცხოველების ურთიერთობას ეძღვნება. რამდენად სასარგებლო და პირიქით, მავნებელია საყვარელ ცხოველებთან ურთიერთობა ორსულობის პერიოდში.

ექიმი ელენა ბერეზოვსკაია ყურადღებას ამახვილებს იმ პლუსებზე, რაც შინაური ცხოველების მეპატრონეებს აქვთ. ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სუფთა ჰაერზე სეირნობის ხანგრძლივობა და მრავალი სხვა. ამავე დროს ექიმი საუბრობს იმ უარყოფით მხარეებზეც, რაც ყველა ორსულმა უნდა გაითვალისწინოს. აღმოჩნდა, რომ ორსულებში მაღალია ალერგიის მაჩვენებლი, ნაკაწრით გამოწვეული გართულებები და ინფექციები. ალერგია ცხოველის ბეწვზე ხშირად ძალზედ მძიმედ მიმდინარეობს და შეიძლება ურთულესი შედეგიც  გამოიწვიოს. ყველაზე მარტივი ფორმა კი ცემინებითა და ცრემლდენით ვლინდება. ძირითადად ასეთი სახის ალერგია ბავშვობიდან ჩანს და ამდენად ორსულებმა უკვე იციან მოსალოდნელი რისკების თაობაზე. არის შემთხვევები, როცა სახლში ახალი ცხოველი მოყავთ და საფრთხე შეიძელბა აქედან მომდინარეობდეს. თავისთავად ალერგია ორსულებისთვის საშიში არაა, თუ მას არ ახლავს თან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცხოველთა კბენით გამოწვეული შედეგი . ეს შესაძლოა იყოს უბრალო კბენა, რომელიც იწვევს  ინფექციას. ცხოველების კბილებში არის უამრავი ბაქტერია, რამაც ინფექციის გავრცელება შეიძლება შეუვალ პროცესად აქციოს. თავის მხრივ შეხორცების პროცესი ორსულებში რთულად მიმდინარეობს, რამაც შეიძლება ანთება გამოიწვიოს. მესამე სახის საფრთხე კი ეგრეთ წოდებული ზონოტიკური ინფექციაა. ინფიცირების საფრთხე კი ყველაზე მაღალი ორსულ ქალებსა და 5 წლამდე ბავშვებშია. აქ პლუსი ისაა, რომ ის სტატისტიკურად ძალზედ იშვიათია.

ცხადია მათთვის, ვინც უარს ამბობს საყვრელ ცხოველთან განშორებაზე, არსებობს თავდაცვის მარტივი საშუალებები. აი ორი ძირითადი რეკომენდაცია პროფილაქტიკისთვის:

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, განსაკუთრებთ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.

მოერიდეთ ზოოპარკებსა დa ფერმებში სიარულს და ასევე პირდაპირ კონტაქტს ამ ცხოველებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები