LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: 2 წლამდე ბავშვისთვის ბალიში არ უნდა არსებობდეს

142

ექიმი ევგენი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე კიდევ ერთ აქტუალურ კითხვას ეხმაურება – როგორი უნდა იყოს იდეალური და უსაფრთხო ოთახი პატარებისთვის.

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ყურადღებას არა ოთახის მოწყობაზე, არამედ  პირობებზე ამახვილებს:

„მეტად მადარდებს არა ის, თუ სად სძინავს პატარას, არამედ რა პირობებია ოთახში. მნიშვნელოვანია, რომ ძილის დროს ოთახი იყოს სუფთა, იგრძნობოდეს სიგრილე და ტენიანობა, ღამით ნორმალური ტემპერატურაა 18-20 გრადუსი. ხაზს ვუსვამ ციფრებს, რადგან ვიცი, რომ ბებიები 21 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას ოთახში ვერ ეგუებიან. მეტსაც გეტყვით, იდეალური ტემპერატურა ბავშვისთვის ძილის დროს არის 16 გრადუსი.

რაც ეხება ტენიანობას, უნდა იყოს 40–60%.

რაც მთავარია, არავითარი ხალიჩა და ფარდა. ოთახში უნდა იყოს მაქსიმალური სინათლე და ჰაერი. გახსოვდეთ, 2 წლამდე ბავშვებისთვის ბალიში არ უნდა არსებობდეს. მატრასი კი უნდა იყოს სწორი და ჰიპოალერგიული. 2 წლის შემდეგ კი ბალიშის სიგრძე გამოითვლება ბავშვის ყურიდან მხრებამდე მანძილის მიხედვით“-ამბობს კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები