LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი – ადენოიდების მედიკამენტებით მკურნალობა მიუღებელია

1420

ადენოიდების თემით, რომელიც უამარავი მშობლისთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს,  ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა დაინტრესდა და ცნობილ ექიმს, ევგენი კომაროვსკის რჩევისთვის მიმართა. რომელი სიმპტომებია საგანგაშო, ხშირია თუ არა მცდარი დიაგნოზები, რას ნიშნავს ადენოიდების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი და რა დროსაა აუცილებელი ადენოიდების მოცილება – ამ თემაზე ევგენი კომაროვსკის ინტერვიუდან გაიგებთ.

ექიმი კომაროვსკი ამბობს, რომ ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების ინფექციებია, რაც ხშირად ადენოიდებს უკავშირდება. ყველაზე საგანგაშო სიმპტომი კი, ესა არის გართულებული სუნქთვა. საუბარია სიტუაციაზე, როცა ცხვირის გამხსნელი საშუალებები ეფექტს არ იძლევა, როცა ხშირია ხევლის ეპიზოდები და მეორედება ოტიტები.

რაც შეეხება ადენოიდების თანამედროვე მეთოდით, ვიდეოენდოსკოპიური მეთოდით დიაგნოსტიკას. უკრაინელი პედიატრი ამბობს, რომ ნებისმიერი კარგი  ოტორინოლარინგოლოგი დიაგნოზსს ყოველგვარი ენდოსკოპიური მეთოდის გარეშე დასვამს. თუმცა, ის რომ დიაგნოსტიკის მეთოდი გაუმჯობესდა, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

რაც შეეხება მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდიკას, ანუ ადენოიდების შემცირებას მედიკამენტებით. ექიმი კომაროვსკი კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესს და ამბობს, რომ მედიკამენტებს ადენოიდების შემცირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველა ეს მეთოდი მიმართულია მშობლების დასამშვიდებლად და არა რეალური შედეგის მისაღებად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები