LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: „ბავშვებში კბილების კრაჭუნს ჭიებთან საერთო არაფერი აქვს“

1898

ექიმი ევგენი კომაროვსკი ბავშვებში გავრცელებულ სიმპტომს, კბილების კრაჭუნს ანუ ბრუქსიზმს ეხმიანება, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში:

„ჩემი პატარა გოგონა 5 წლისაა და ძილში ხშირად კბილებს აკრაჭუნებს. შევამოწმეთ მიკრობებზე, გავაკეთეთ ანალიზები. არაფერი საგანგაშო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?“-კითხულობს მშობელი უკრაინელი პედიატრის ფორუმზე.

ექიმ კომაროვსკის პასუხი, როგორც ყოველთვის, ყველა მოლოდინს აჭარბებს:

„კბილების კრაჭუნს ანუ ბრუქსიზმს საერთო არაფერი აქვს ჭიებთან. მეტიც, არც მიკრობებთან. ესაა ასაკობრივი თავისებურება, რომელიც გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში.ხშირად კბილების კრაჭუნი აქტიური ზრდის პროცესის ბრალია, ხანდახან მეტყველებს კალცის დეფიციტზეც . ამის მიუხედავად ამ სიმპტომში არაფერია საშიში და სანერვიულო. ხანდახან, ჯობს, ბავშვი აჩვენოთ სტომატოლოგს, რათა დარწმუნდეთ, რომ მას ამით გამო კბილები არ უზიანდება. შეიძლება კალცის მიღებაც, მაგრამ სხვა ჩარევა საჭირო არაა. რჩევა მშობლებს: არ ინერვიულოთ, გაიღიმეთ, ყველაფერი კარგადაა“ -წერს ექიმი კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები