LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: „ბავშვის იძულებით კვება მას ზიანს უფრო მოუტანს, ვიდრე სარგებელს“

227

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ ვიდეოინტერვიუში საუბრობს მნიშვნელოვან თემაზე – როგორ უნდა მოვიქცეთ უჭმელ ბავშვებთან. ექიმი აცხადებს, რომ მადა იღვიძებს მაშინ, როცა ორგანიზმს რეალურად სჭირდება საკვები. თუ ბავშვს ჭამის მადა არ აქვს, საკვები რომელსაც იძულებით მისცემთ არა სარგებელს, არამედ ზიანს მოუტანს:

„ბავშვის იძულებით კვება კატეგორიულად არ შეიძლება. როცა ვხედავ, რომ დედა იძულებით აჭმევს ბავშვს, ჩემს განრისხებას საზღვარი არ აქვს. მშობლის სურვილი აჭამოს ბავშვს, ესა არის ინსტიქტი. დედას ჰგონია, რომ თუ ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, ის ავადაა. სინამდვილეში, როცა ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, ესე იგი ეს კერძი მას არ ანიჭებს სიამოვნებას. როცა მას ნახევარი დღე არაფერს აჭმევთ, ნებისმიერი კერძი მისაღები ხდება.

გახსოვდეთ, რომ საკვების მიღების სურვილი ჩნდება მაშინ, როცა ორგანიზმი მზადაა ამის გადასამუშავებლად. როცა გამოიყოფა კუჭის წვენი, ორგანიზმი მზადაა მიიღოს დ აითვისოს საკვები. თუ ბავშვს არ უნდა ჭამა, ესე გი მას არ შია, ესე იგი ორგანიზმს საკვები არ უნდა. როცა ჩვენ ძალით ვაძლევთ პატარს საკვებს, ჩვენ ვატყუებთ ორგანიზმს. ასეთ დროს საკვები არ გადამუშავდება, ის ჩერდება კუჭში და იწვევს უამრავ პრობლემას. ამას მოყვება მუცლის ტკივლი და ამასაც დედა პატარას აბრალებს. ამბობს, რომ ეს არასწორი და არაგეგმიური კვების ბრალია. ამას ერთვის დისბაქტერიოზი და იწყება მკურნალობა გაუგებარი მედიკამენტებით. არადა პრობლემა მშობელშია და არა ბავშვში. ბავშვის იძულებით კვება მას ზიანს უფრო მოუტანს, ვიდრე სარგებელს. “-ამბობს ევგენი კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები