LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: „ხველის ყველაზე ეფექტური წამალი სუფთა ჰაერი და სითხეებია“

4970

უკრაინელი ექიმის, ევგენი კომაროვსკის მორიგი ბლოგი საშემოდგომო სეზონზე აქტუალურ თემას, ხველის პრობლემას ეხება. ექიმის ფორუმზე შემოსული კითხვა ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს და მათ ეფექტურობას ეხება:

ჩვენმა ექიმმა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატი დაგვინიშნა, ის ამბობს, რომ ეს წამალი ერთის მხრივ აქრობს ხველის სიმპტომს და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობას. თქვენგან ვიცით, რომ მედიცინაში ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობა დადასტურებული არ არის. რას გვეტყვით ამის შესახებ?“, -კითხულობს ფორუმის სტუმარი.

ექიმ კომაროვსკის პასუხი: ნამდვილად ვერ ვხვდები, საიდან ხვდება აფთიაქებში წამლები, რომლებიც ზოგადად ბუნებაშიც არ უნდა არსებობდეს. ფაქტია, რომ ვიღაცისთვის ბიზნესი უფრო წინ დგას, ვიდრე ბავშვების ჯანმრთელობა. საოცარია, როცა წამლის მწარმოებელი კომპანიები ამტკიცებენ, რომ წამალი აქრობს ხველას და ათხიერებს ნახველს. ეს სისულელეა. მოდით გავიგოთ მექანიზმი. საიდან ჩნდება ხველა. ფილტვებში არის დიდი ოდენობით ნახველი, რომელიც იქიდან უნდა ამოვიდეს. თუ ნახველი მალე თხიერდება, ხველა ხანგრძლივი არაა, ხოლო სხვა შემთხვევაში ხველა დაუსრულებელი და შემაწუხებელია. ნახველის გათხიერება ეს ხანგრძლივი პროცედურაა და დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ ტერმინი ხველის მკურნალობა არასწორია. ხველას უნდა შემსუბუქება. ყველამ ვიცით, რომ ხველა ესაა ორგანიზმის თავდაცვითი რექცია, ამიტომ ჩვენი ამოცანაა კი არ შევაჩეროთ, არამედ შევამსუბუქოთ პროცესი. მთავარი ამოცანაა მოხდეს ნახველის გათხიერება და როგორმე უნდა შევუწყოთ ამას ხელი. აუცილებელია ბავშვი სუნთქავდეს სუფთა, გრილ და ტენიან ჰაერს.  ნახველის გათხიერებას უწყობს ხელს დიდი ოდენობის სითხე, ამიტომ რაც უფრო მეტ სითხეს მიიღებს პატარა, მით მეტია შანსი, რომ ხველა მალე ალაგდეს. ხველის ყველაზე ეფექტური წამალი სუფთა ჰაერი და სითხეებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები