LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: “კოკა-კოლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ”

212

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ხშირად პასუხობს კითხვებს ონლაინ რეჟიმში და აქტიურია სოციალურ ქსელშიც. ამჯერად ყურადღებას იქცევს ერთერთი მშობლის კითხვა, რომელიც კოკა-კოლას ეხება.

ცნობილია, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ეს გაზიანი სასმელი. ასევე ბევრს საუბრობენ მის მავნე თვისებეზეც, თუმცა ბევრს განსხვავებული მოსაზრებაც აქვს. ამდენად საინტერესოა, რა პასუხი აქვს ცნობილ პედიატრს კითხვაზე მავნეა თუ არა კოკაკოლა პატარებისთვის: „ექიმო! ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი. მე ვცხოვრობ ევროპაში და აქ ყველა მიიჩნევს, რომ კოლა არაა მავნებელი, ხალხი მუდამ სვამს კოკა-კოლას და ამტკიცებს, რომ ის მუცლის ტკივილის დროსაც კი კარგია. რას ფიქრობთ?“ – წერს მომხმარებელი უკრაინელ ექიმს.

ევგენი კომაროვსკის პასუხი:

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არ მიყვარს რომელიმე ბრენდზე საუბარი, რადგან მაშინვე ჩნდება კითხვები. თუ კარგს იტყვი, ე.ი. კოკაკოლა ფულს გიხდის, თუ არა – მაშინ ინტერესი გაქვს სხვა გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიისგან. ამის მიუხედავად გიპასუხებთ. დიახ, მე კოკაკოლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს დიდი რაოდენობით შაქარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი იღებს დიდი რაოდენობით კონცენტრირებულ ენერგიას სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლებისგან. მართალია, ჯობს ენერგია ბავშვმა სხვა სახის პროდუქტებით მიიღოს, მაგრამ თუ ის კოკაკოლას ანიჭებს უპირატესობას, რატომაც არა. მეტიც, ბავშვს რომელსაც სისხლში მაღალია აქვს აცეტონის შემცველობა, მისთვის დღეში ერთი ჭიქა კოლა წამალიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ამან შეიძლება მას გადასხმა და სტაციონარში მკურნალობაც კი აარადიოს თავიდან. ზოგადად ჯობს ყველაფერში შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი, შექმნათ ბავშვისთვის ჯანსაღი გარემო, სადაც ის დაიტვირთება ფიზიკურად და… დაე სვას მისი საყვარელი კოკაკოლა. მშობლები კი იმისთვის არსებობენ, რომ ბავშვის სურვილები ზომიერად აკონტროლონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები