LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: მხოლოდ რომანტიკოსებს სჯერათ, რომ სიცხის დამწევი სანთლები ვირუსებს კლავს

217

ცნობილი უკრაინელი პედიატრი, მედიცინის დოქტორი და უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ევგენი კომაროვსკი ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის, უკრაინაშიც აქტუალურია. საინტერესო კი ამ ინტერვიუდან ექიმის ის კომენტარი გახდა, სადაც ის საზოგადოებაში მედიცინაზე გავრცელებულ მითებზე საუბრობს:

„ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებსაც სჯერათ, რომ სიცხის დამწევი სანთლები ვირუსებს კლავს და გაუგებარი წარმომავლობის წვეთები იმუნიტეტს ამაღლებს. მხოლოდ რომანტისოკებს სჯერათ, რომ სიცხის დამწევი სანთლები ვირუსს კლავს.

ბევრი რომანტიკოსია, რომელიც დადის ექიმთან ჯადოსნური მედიკამენტის გამოწერის მიზნით. როცა ვუხსნი ადამიანს, რომ  არაეფექტური სანთლებისა და წვეთების მიღებას გონივრულად ფიქრი სჯობს, რაც მას დანახარჯსაც აარიდებს  და დაავადებასაც მალე დაამარცხებს, ეს მხოლოდ მოსახლეობის 15 პროცენტს ესმის“-აცხადებს ევგენი კომაროვსკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები