LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რა ასაკამდეა დაშვებული ბავშვის ღამით კვება?

95

ექიმი ევგენი კომაროვსკი აგრძელებს პასუხების გაცემას მშობლების მიერ დასმულ აქტუალურ კითხვებზე. მორიგი კითხვა ცნობილ უკრაინელ ექიმს 2 წლისა და 9 თვის გოგონას მამამ დაუსვა: „მე გახლავართ 2 წლისა და 9 თვის გოგონას მამა. ჩვენი პატარა ამ დრომდე ღამით ითხოვს საკვებს. ხანდახან ის 2-3 ჯერ რძის შემცვლელ ხელოვნურ საკვებს იღებს. თუ ჩვენ არ მივეცით რძე, ის ღამით ტირილს და ისტერიკას იწყებს. თუ საქმე ისტერიკამდე  მივიდა, ის უარს ამბობს ძილზეც და ჭამაზეც. პრობლემა ისაა, რომ დღისით, ფხიზელ მდგომარეობაში, ის რძეს არ სვამს. შეიძლება მისი კვება ასე გავაგრძელოთ ღამით? თუ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები?“-კითხულობს ბავშვის მამა.

ევგენი კომაროვსკის პასუხი საინტერესო და ამომწურავია: „ის რასაც თქვენ აღწერთ, სულაც არ ვნებს ბავშვს, მაგრამ არ შეესაბამება ნორმალური ოჯახის ცხოვრების წესს. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლაით კვებოთ ბავშვი ღამე სკოლამდე პერიოდში და ქორწინებამდეც კი, მაგრამ მე ვთვლი, რომ მოქმედების დროა. უნდა მიუდგეთ საკითხს მკაცრი პედაგოგიური მეთოდით: მოითმინოთ ორი, სამ ღამე, რის შემდეგაც მთელი ოჯახი შეძლებთ იძინოთ მშვიდად დილამდე“ – პასუხობს ექიმი კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები