LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რა მიზეზით კარგავს ბავშვი მადას

67

პედიატრი ევგენი კომაროვსკი ამბობს, რომ მადის დაქვეითება თითქმის ყოველთვის სხვადაახვა დაავადებებზე მიანიშნებს. მაშინ, როცა ბავშვი მოულოდნელად უარს ამბობს საკვების მიღებაზე, მშობლები ავტომატურად გადადიან დაძალების მეთოდზე, რაც ცხადია არასწორია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, არის ღვიძლი. ის ახდენს ნივთიერებების სინთეზსს და ანეიტრალებს ვირუსებსა და ბაქტერიებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებას. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ რაც მეტად დაიტვირთება მოავადე ბავშვის ღვიძლი, მით მეტად გახანგრძლივდება მისი ავადობა. ხშირად სწორედ ეს ხსნის იმას, რატომ ავადობენ ბავშვები ასე ხშირად. როცა ბაღიდან ან სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი ამბობს, რომ მას ჭამა არ უნდა, ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში მოხვდა მიკრობი, რომელიც თავისით უნდა განეიტრალდეს. ამდენად მას ჭამის მოთხოვნილება არ აქვს.

მოავადე ბავშვის კვების 4 ძირითადი პრიციპი:

  1. პირველ რიგში იხელმძღვანელეთ ბავშვის მადით;
  2. საკვების დაძალება ბავშვისთვის კატეგორიულად მიუღებელია;
  3. მიეცით მას საკვები ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით;
  4. ავადობისას მოერიდეთ ექსპერიმენტებს და ახალი პროდუქტების მიცემას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები