LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რა ვქნათ, როცა ბავშვი ტკბილ სასმელებს ეტანება

56

უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის ოფიციალურ ვებგვერდზე მრავლად შეხვდებით მომხმარებელთა შეკითხვებს. ამჯერად 3 წლის გოგონას მშობელი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობზე, რომ ბავშვი გამუდმებით ეტანება ტკბილ და გაზიან სასმელებს და უარს ამბობს წყლის მიღებაზე. მშობლის კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ოჯახი, ექიმი კომაროვსკი ჩვეული სიმშვიდით პასუხობს. ის მიიჩნევს, რომ თუ ბავშვი ჯანმრთელია და არაფერს უჩივის, სავსებით შესაძლებელია ის არ საჭიროებდეს სუფთა წყალს, მაგრამ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, რატომ იქცევა ბავშვი ასე:

„მე, როგორც ექიმს სტრატეგიული მიდგომა მაქვს ჩაისა და კომპოტების მიმართ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტკბილი სასმელია. ზუსტად შაქარია სამომავლოდ ყველაზე დიდი საფრთხე კბილებისთვის და ჭარბი წონისთვის. აქედან გამომდინარე, გირჩევთ შეიძინოთ ნაკლები შაქრის შემცველი წვენები და თანდათან შეამციროთ შაქრის ოდენობა, რომლითაც უტკბობთ ჩაის. თუ ბავშვი უარს ამბობს წყალზე, მაგრამ სვამს კომპოტსა და ჩაის, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სმის დროს იღებს სიამოვნებას. არის სასმელები, რომლებსაც ბავშვი სვამს არა იმიტომ რომ სწყურია, არამედ იმიტომ რომ სიამოვნებს. ეს უკვე ცუდია. დამიჯერეთ, ფიზიკური აქტივობის შემდეგ, როცა ბავშვს  რეალურად მოსწყურდება და მას გვერდით არ ექნება ტკბილი სასმელები, ის აუცილებლად დალევს წყალს. ასე რომ პრობლემა გვარდება მარტივად. თუ მშობლები გამონახავენ დროს შვილებთან რეგულარულად გაატარონ დრო, ჩართონ ის სპორტულ აქტივობებში და თან მუდამ ატარონ წყლის ბოთლი, ბავშვი გაანალიზებს, რომ რეალური წყურვილის დროს, მას წყლის დალევაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს“, – ამბობს კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები