LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რატომ არის საზიანო ბავშვის მიყვანა სკოლაში 5 წლის ასაკში?

49

ცნობილი უკრაინელი ექიმის, ევგენი კომაროვსკის საიტზე უამრავი კითხვა ჩნდება სკოლისა და ბაღების თემაზე. ერთ-ერთი კითხვა კი, ბავშვის ადრეულ ასაკში სკოლაში შეყვანას ეხება, რომელიც ქართველ მშობლებსაც დააინტერესებს: „დღეს მშობლები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე გაუშვან ბავშვი სკოლაში. არა 6, არამედ 5 წლის ასაკშიც. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ასაკში ბავშვი ჯერ არაა მზად სწავლისა და სასკოლო რეჟიმისთვის. რას ფიქრობთ თქვენ ამ თემაზე?“ – კითხულობს ერთ-ერთი მშობელი.

ექიმი კომაროვსკი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქცენტს არა სწავლაზე, ბავშვის ემოციურ მზაობასა და მშობლების სურვილზე აკეთებს, არამედ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„მთავარი აქ არის სკოლა. თუ სასწავლებელში შექმნილია ადეკვატური პირობები ვარჯიშისთვის, დასვენებისა და სპორტული აქტივობისთვის, მაშიც გაუშვით პატარა სკოლაში თუნდაც 3 წლიდან. ჩემი ინფორმაციით დღეს არსებული სკოლების უმრავლესობა ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, მე არ მივესალმები ადრეული სწავლის მეთოდს. ვთვლი, რომ თუ არჩევანი ბავშვის განათლებასა და ფიზიკურ აქტივობას შორის უნდა გავაკეთო, მე ვირჩებ მეორე ვარიანტს”,  – პასუხობს ცნობილი უკრაინელი პედიატრი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები