LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურის გარდა სხვა სიმპტომი არ აქვს

1007

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა და სხვა სიმპტომი არ აწუხებს. ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი ამ თემას სპეციალურ ბლოგს უძღვნის:

სიტუაცია, როდესაც ტემპერატურა იმატებს და სხვა სიმპტომი არ არის, გვხვდება ძალზედ ხშირად. მეტიც, ალბათ ვერ იპოვით ბავშვს, რომელსაც მსგავსი რამ გადატანილი არ აქვს. მაღალი ტემპერატურა, ბავშვი ავადაა, მაგრამ რა დიაგნოზით? ხანდახან ამას კბილების ამოსვლას აბრალებენ, თუმცა ხშირად ექიმთან ვიზიტსაც არ აქვს შედეგი და სიტუაცია კვლავ გაურკვეველი რჩება. მაღალი ტემპერატურა სხვა სიმპტომების გარეშე ობიექტური რეალობაა, პედიატრებისთვის საკმაოდ სტანდარტული.

ჩნდება კითხვა, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? ტემპერატურის მომატება ხშირ შემთხვევაში მიუთითებს მწვავე ინფექციაზე, რომლის ორი ფორმაც არსებობს: ვირუსული და ბაქტერიული. ამ უკანასკნელს მუდამ ახლავს თან თანმხლები სიმპტომები. მაგალითად ანგინის დროს, ესაა ყელის ტკივილი, აპენდიციტის დროს აბდომინალგია, ხველა პნევმონიისას, გულის რევა და თავის ტკივილი მენინგიტის დროს. ვირუსული ინფექცია კი, რომლის დროსაც მხოლოდ სხეულის ტემპერატურა მატულობს, ხშირი შემთხვევაა. აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს: არსებოს გარკვეული კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც, თუ მდგომარეობა ავადობის მეოთხე დღეს არ უმჯობესდება, ხოლო ტემპერატურა არ იკლებს მეშვიდე დღეს, ესაა მიზეზი სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. დიდი ალბათობით ამ დროს ექიმი მოითხოვს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზსს, რის მიხედვითაც ექიმი განსაზღვრავს სამომავლო მკურნალობის სქემას.

ექიმი კომაროვსკი ხაზსს უსვას ბაქტერიული ინფექციის კიდევ ერთ თავისებურებას ადრეულ ასაკში, ესაა საშარდე გზების ინფექცია. ამ დროს მაღალ ტემპერატურას ასევე არ ახლავს სიმპტომატიკა, თუმცა საყურადღებოა შარდის ფერი და ასევე როგორია ბავშვის ქცევა მოშარდვის დროს. გახსოვდეთ, რომ შარდის კლინიკური ანალიზი საჭირო და აუცილებელია მაშინაც, როცა მაღალ ტემპერატურას თან სდევს კანის სიფერმკრთალე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები