LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როდისა არის რეკომენდებული მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება

143

ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროსვკის ფორუმზე ამჯერად ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა დაისვა. მშობელი მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდგო ვაქცინით დაინტერესდა. რა ასაკშია მისი გაკეთება რეკომენდებული, არსებობს თუ არა კომპანია, რომლის მიერ წარმოებულ ვაქცინასაც ექიმი უწევს რეკომენდაციას და თუ შეიძლება ვაქცინის გამოყენება სხვა ვაქცინებთან ერთად:

ჩემი კითხვა ეხება  მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას. რა ასაკში არის აუცილებელი მისი გაკეთება. ჩვენ გეგმიური აცრა გვიწევს 5 წლის ასაკში, რაც გულისხმობს წითელა-წითურა-ყბაყურას რევაქცინაციას. ჩვენს ქალაქში ვაქცინა მხოლოდ ახლა შემოვიდა, ექიმები ბევრს ვერაფერს ამბობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მენინგიტის რომელი ფორმის წინააღმდეგ სჯობს ვაქცინის გაკეთება. ჩვენთან ხშირია ამ ინფექციით ავადობის შემთხვევები. იყო უმძიმესი შედეგებიც“ – ამბობს მშობელი.

ექიმი კომაროვსკი ამბობს, რომ ამ ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია 2 წლის ზემოთ ბავშვებისთვის:

„ვაქცინა მენინგო A+C, რომელსაც აწარმოებს კომპანია „ავენტის პასტერი“ რეკომენდებულია ბაშვებისთვის 2 წელს ზემოთ. ხოლო თუ არის ინფექციის გავრცელების დიდი რისკი, შეიძლება 6 თვის ასაკიდანაც. 2 წლის ზემოთ აცრილი ბვშვების იმუნიტეტი 3 წლის მანძილზე ებრძვის ამ დაავადებას. ამის შემდეგ უნდა მოხდეს განმეორებითი აცრა, ხოლო თუ აცრა მოხდა 6 თვის ზემოთ, იმუნიტეტი ცუდად მუშავდება და ამიტომ მისი გამეორება რეკომენდებულია 3 თვეში. ვაქცინას არა აქვს უკუჩვენება და მისი გაკეთება შეიძლება სხვა ვაქცინებთან ერთად “, – ამბობს ექიმი კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები