LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როგორ განვასხვავოთ გრიპი და ვირუსი ერთმანეთისგან

981

გრიპი და ვირუსული ინფექცია რესპირატორული დაავადებებია, რომლებიც სხვადასხვა ვირუსებითაა გამოწვეული. სიმპტომურად ორივე დაავადება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ ადამიანისთვის რთული გასაგებია, რასთან აქვს საქმე.

უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი ცდილობს, სიმპტომების დონეზე აგვიხსნას, როგორ გავარჩიოთ გრიპი და ვირუსი ერთმანეთისგან.

“გრიპი ბევრად მძიმედ მიმდინარე დაავადებაა, ამიტომ, სიმპტომებიც უფრო გამოხატულია. ვირუსული ინფექცია ხშირად ცხვირის გაჭედილობით იწყება და როგორც წესი, არ მძიმდება ბაქტერიული ინფექციებით. გრიპს კი საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს. გრიპის დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია და ამას ავადობიდან რამდენიმე დღეში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებში ლაბორატორიული კვლევა სჭირდება. მისი ტიპიური სიმპტომებია, მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, ხველა. ყელის ტკვილი, ცხვირის გაჭედილობა, სახსრების ტკვილი, თავის ტკივილი. ვირუსული ინფექციების დროს ყველა ეს სიმპტომი ნაკლებად გამოხატულია. აქ წამყვანი სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელიც სუსტ ფორმებში საფრთხეს არ წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ გრიპის დროს ავადობა მოულოდნელად იწყება, ვირუსის დროს კი ნელნელა. გრიპს მუდმივი ცხელება ახასიათებს, ვირუსის დროს კი, ის იშვიათად გვხვდება. ვირუსის დროს უმნიშვნელოა სახსრების ტკივილიც, მაშინ როცა გრიპის დროს ის საკმაოდ შემაწუხებელია. სამაგიეროდ სწორედ ვირუსული ინფექციების დროს ხშირად გვხვდება ცხვირის გაჭედილობა, ყელის ტკივილი და ცემინება, გრიპს ეს სიმპტომები ნაკლებად ახასიათებს. ასევე გრიპის დროს მუდმივად გვხვდება ტკივილი მკერდის არეში, შემაწუხებელი ხველა და თავის ტკივილი”, – აცხადებს კომაროვსკი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები