LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როგორც მოვიქცეთ შეტევითი ხველის დროს

104

უკრაინელი პეადიატრი და სამედიცინო თოქ-შოუს  „ექიმი კომაროვსკის სკოლა“ წამყვანი ევგენი კომაროვსკი ერთ-ერთ ყველაზე შემაწუხებელ სიმპტომზე, ხველაზე საუბრობს. პედიატრი ამბობს, რომ ვირუსების სეზონზე ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც, შესაძლოა, დროდადრო გაძლიერდეს.

როგორ მოვიქცეთ შეტევითი ხველისას, ექიმის რეკომენდაციები ასეთია:

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ტანსაცმელს. ის არ უნდა უშლიდეს ხელს სასუნთქი გზების მუშაობს, ამიტომ დაუშვებელია ტანზე მომდგარი სამოსის გამოყენება. ძლიერი ხველისას სასურველია ბავშვს საყელოს ღილი შეუხსნათ, რათა სასუნთქი გზები მაქსიმალურად გათავისუფლეს.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვი არ იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ძლიერი ხველისას დასვით ის, ან ხელში აიყვანეთ.

ბავშვი, რომელსაც შეტევითი ხველა აქვს, უნდა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე, ეზოში ან აივანზე. თუ სახლში ძალიან ცხელა, გამორთეთ გამათბობელი, გააღეთ ფანჯარა ან კარები.

მცირე სურდოს შემთხვევაში კი, აუცილებელია ცხვირის გამხსნელი საშუალების გამოყენება, რომ სპაზმური ხველა კიდევ მეტად არ დამძიმდეს.

უმნიშვნელო ტემპერატურის არსებობისას, სპაზმური ხველის დროს აუცილებელია სიხცის დამწევი პრეპარატის მიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები