LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: შეიძლება თუ არა ანგინის მკურნალობა ანტიბიოტიკების გარეშე

816

პოპულარული უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ახალ ინტერვიუში ანტიბიოტიკებზე საუბრობს. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ანგინის ანტიბიოტიკების გარეშე მკურნალობა, პედიატრი ცდილობს ამომწურავი პასუხი გაგვცეს:

„მე ძალიან მინდა, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ, რა არის ანგინა. სამწუხაროდ ძალიან ხშირად გაწითლებულ ყელს ანგინას ეძახიან. გაიღვიძა ბავშვმა დილით, თქვა, რომ ყელის ტკივა და დიაგნოზი სახეზეა, ანგინა. არა ბატონებო, ანგინა ესაა მწვავე ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს კონკრეტული ბაქტერიები. ხშირად მისი გამომწვევი მიზეზი სტრეპტოკოკის ბაქტერიაა, იშვიათად შესაძლოა იყოს სტაფილოკოკი, მაგრამ როგორც წესი წითელი ყელის შემთხვევებეში  90% ესაა ვირუსული ფარინგიტი. ის კი ცხადია, არანაირ ანტიბიოტიკს არ საჭიროებს. კითხვაზე შესაძლოა თუ არა ნამდვილ ანგინას მოვერიოთ ანტიბიოტიკის გარეშე, ჩემი პასუხია დიახ შეიძლება, მაგრამ გართულებების რისკი დიდია. მათ შორის ესაა რევმატული პრობლემები, გულის დაავადებები, თირკმელები და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ანგინის დრო მე-3 დღიდან მე-8 დღემდე ანტიბიოტიკები უნდა დაენიშნოს ყველა ბავშვს, მიუხედავად იმისა, მწვავედ მიმდინარეობს ეს დაავადება თუ არა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები