LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: თუ ბავშვი 5 წლის ასაკშიც გამართულად ვერ საუბრობს

82

ექიმი ევგენი კომაროვსკი საკუთარ გადაცემებში ხშირად საუბრობს ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობის პრობლემებზე. უკრაინელი პედიატრი მიიჩნევს, რომ პრობლემები მეტყველებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით იმ ბავშვებს უჩნდებათ, ვისაც მშობლები ნაკლებ დროს უთმობენ. სწორედ ამა საკითხს ეხება ერთ-ერთი მკითხველის შეკითხვაც ექიმის ფორუმზე: „ჩემი ბიჭი უკვე 5 წლისაა, მაგრამ ამ დრომდე გამართულად ვერ საუბრობს. თითქოს მასთან ბევრს ვმეცადინეობთ, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. რა ვქნათ, დაველოდოთ სანამ თავად გამოასწორებს  მეტყველებას თუ მივმართოთ ლოგოპედს? ამბობენ, რომ ბავშვებს რომლებიც საუბარს აგვიანებენ, სკოლაში სწავლა უჭირთ“, – კითხულობს მშობელი

ექიმ ევგენი კომაროვსკის პასუხი: „ბავშვებს სჭირდებათ არა ლოგოპედები, არამედ მშობლები ან ნათესავები, რომლებიც მათთან ბევრს საუბრობენ. მთელი მსოფლიო დღეს ამ პრობლემის წინაშე დგას. ბავშვებს მეტად ესმით ტელევიზორის ხმა, ვიდრე საკუთარი მშობლების. რეალური კომუნიკაციის ნაცვლად უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ  მათ ტელევიზორებთან და გაჯეტებთან უფრო მოსწონთ, ვიდრე მშობლების გარემოცვაში. ამ სიტუაციის დინებაზე მიშვება, ცხადია, არ შეიძლება. აუცილებელია აჩუქოთ თქვენს შვილებს ყველაზე ძვირფასი, ესაა თქვენი თავისუფალი დრო. მშობლებს ეს ხშირად არ ესმით, ისინი თავად ყიდულობენ გაჯეტებს საკუთარი შვილებისთვის, რომ თავისუფალი დრო საკუთარ თავს დაუთმონ. შემდეგ კი, ფულსა და ენერგიას ლოგოპედებთან სიარულში ხარჯავენ. ესაუბრეთ ბავშვებს, ეკონტაქტეთ მათ კიდევ უფრო ხშირად. გაახმოვანეთ ყველა მოქმედება, რასაც  აკეთებთ, უმღერეთ, წაუკითხეთ მათ ზღაპრები. დაუსვით კითხვები და მოთმინებით მოისმინეთ პასუხები, არ დაგეზაროთ თავად უპასუხოთ მათ მიერ დასმულ კითხვებზე. აი ზუსტად ამ დროს ლოგოპედის საჭიროება აღარ იქნება“.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები